ზედა თხილვანა

DSC_0062.jpg

ზედა თხილვანის მეჩეთი

რთულად მისადგომი ზედა თხილვანას მეჩეთი ხულოს მუნიციპალიტეტის ყველაზე ღრმა ხეობის ბოლოში მდებარეობს. ამინდისგან დასაცავად მეჩეთისთვის შემოკრულ თუნუქის ფურცლებს შენობა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში შემოუნახავს. გულმოდგინედ შეღებვის შემდგომ, სალოცავი დარბაზიც ახალივით გამოიყურება. მეჩეთის სხვა მორთულობა შედარებით ღარიბულია: უბრალო სვეტებზე დეკორატიული ნაკვეთი ორნამენტებია დატანილი, ხოლო ბორბლის ფორმის მინბარის გვირგვინისთვის წნული მოტივებია გამოყენებული. უცნობია, მოხატული იყო თუ არა მეჩეთი, რადგან შენობის ინტერიერი საღებავითაა დაფარული. მაგალითისთვის, მცირე ზომის გუმბათზე ყვითელი საღებავის სქელი ფენაა. საინტერესოა, რომ ძეგლის ყველაზე გამორჩეული ნაწილი არა მეჩეთი, არამედ - ცალკე რვაკუთხა შენობაში მდებარე განბანვის შადრევანია. მასზე დატანილია თარიღი „1935 წელი“, რაც მისი, როგორც სოფლის წყაროს როლზე მიგივთითებს. ამ ფორმით, საბჭოთა კავშირში მიუდგომელ სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებას ცდილობდნენ. მეჩეთთან სიახლოვის გამო, წყაროს სოფლის მცხოვრებლებმა განსაბანი შადრევნის ფუნქციაც მიანიჭებს, რაც მთელი წლის განმავლობაში გამოყენების საშუალებას იძლევა. 1990-იან წლებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იქვე მედრესეც ააგეს. შენობის ფიცრებზე გამოყვანილი რიცხვები და ასოები (მაგალითად, „ხ3“, „ხ4“, „ხ5“) მიგვითითებს, რომ ადგილობრივებმა მეჩეთის ახლოს მდებარე რომელიმე ძველი შენობა დაშალეს და სალოცავთან გადმოიტანეს. შენობების სხვა ფუნქციით გამოყენების ეს მეთოდი ზედა თხილვანის მსგავსი შორეული სოფლების მცხოვრებლებს მწირი რესურსების პირობებში, ახალი შენობების აგების საშუალებას აძლევს.



მუნიციპალიტეტი : ხულო
მდებარეობა :  41°33’27.9”N 42°30’41.9”E
მოსახლეობა : 293
აგების თარიღი: 1880-1900  
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები
მშენებლები: უცნობია
მინარეთი: გააჩნია