პროექტი სწავლობს აჭარის მუსლიმური თემის საფრთხის ქვეშ მყოფ არქიტექტურულ მემკვიდრეობას. პროექტის ძირითადი ინტერესის ობიექტია ხის მეჩეთები, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სოფელში გვხვდება. ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლები აჭარაში გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის მმართველობისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შორის ათწლეულებში. დღეს, ეს შორეული არქიტექტურული ნაგებობები წარმოადგენს კავკასიის მრავალკონფესიურობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ მაგალითს. ის ასევე არის მეჩეთის ადგილობრივი დიზაინის გამორჩეული გამოხატულება, რომელიც ყველაფერთან ერთად ხაზს უსვამს მუსლიმური არქიტექტურული გამოცდილების მრავალფეროვნებას მსოფლიოს გარშემო.
აჭარაში 1817-1926 წლებში აგებული ორმოცდაათამდე მეჩეთია შემორჩენილი – ზოგიერთი დღემდე წარმოადგენს თემის რელიგიურ ცენტრს, ზოგიერთი გაუქმებული და მიტოვებულია საბჭოთა სეკულარიზაციის ტალღის, მოსახლეობისგან სოფლების დაცლის, ან თურქული დახმარებით, სამშენებლო მასალითა, ტექნიკითა და დიზაინით აგებული ახალი მეჩეთების გამო. ეს პროექტი წარმოაჩენს აჭარის ისტორიულ ხის მეჩეთებს და ხაზს უსვამს მათ მრავალფეროვნებას გეოგრაფიული მდეობარეობის, დიზაინის და ტექნიკის და კონსერვაციის მდგომარეობის კუთხით. ამ არქიტექტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული შესწავლა და კვლევა ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გააზრებას და გაგებას.
სიუზენ ჰარის-ბრანდტსის შესახებ:
ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატი. სწავლობს და მუშაობს ურბანული მეცნიერებისა და დაგეგმარების მიმართულებით. სიუზენის კვლევის თემაა სამხრეთ კავკასიის არქიტექტურული და ურბანული პოლიტიკა. მუშაობდა მნიშვნელოვან პროექტებზე ტორონტოში, ვანკუვერში, ლონდონში, ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნებში.
ანჯელა უილერის შესახებ:
ჰარვარდის დიზაინის სკოლის ასპირანტი არქიტექტურის მიმართულებით. მისი ნამუშევრები იკვლევს მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობასა და არქიტექტურის ისტორიას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. 2016 წელს დაამთავრა მაგისტრატურა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფულბრაიტის გრანტის დახმარებითა და იკომოსთან (ICOMOS) თანამშორმლობით ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით. მისი დისერტაციები “Socialist in Form, National in Content” იკვლევს კავშირს გვიანი საბჭოთა პერიოდის არქიტექტურასა და ისტორიულ მეკკვიდრეობას შორის ბრეჟნევის ეპოქაში. ახლახან დაასრულა მუშაობა გამოცემა რიცოლთან (Rizzoli) წიგნზე „ისლამის დიდებულება 2017“ (Splendors of Islam ), ხოლო ამჟამად მუშაობს თბილისის ტომზე გამომცემლობა “დომის არქიტეტურული გზამკვლევის სერიასთან“ (DOM's Architectural Guides series (2018) ერთად.
ვლდადიმერ შიოშვილის შესახებ:
ქართველ-ამერიკელი ფოტოგრაფი. მისი ფოტოგრაფიული ინტერესი ქუჩის ხელოვნება და თბილისის ურბანული ტრანსოფორმაციაა. სიამოვნებით იკვლევს ქალაქის უცნაურ კუთხეებს. მისი ნამუშევრები ქვეყნდება ისეთ გამოცემებში როგორებიცაა: ჟურნალი ტენკი(Tank magazine), გარდიანი (the Guardian), რეტროგრადი(retrograd) და კალვერტი(calvetjournal).
ავტორთა ჯგუფი პროექტის განხორციელებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის:
რუსლან ბარამიძეს, დავით გოგიშვილის, ნინო ინაიშვილის, ლაშა ნაკაიძეს, მაია ჭიჭილეიშვილის, ფრიც უმბახს, ანა რიაბოშენკოსა და „კრეატიულ საქართველოს“, მარიამ დიდებულიძეს და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს; ასევე - ადგილობრივი თემების ყველა მცხოვრებს, რომლებმაც საველე სამუშაოებისას ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს.
ტექსტები ქართულად დავით სიჭინავამ და დავით გოგიშვილმა თარგმნეს.
წინამდებარე პროექტის მხარდამჭერები არიან „გრეჰემის ფონდი ხელოვნების კვლევისთვის“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.