ფურტიო

PURTIO_Site Plan.jpg

სოფელ ფურტიოს მეჩეთი

ფურტიოს მეჩეთის კომპლექსი რეგიონის მკაცრ მთიან ჰავასთან არქიტექტურული ადაპტაციის კარგი მაგალითია: სალოცავსა და მედრესეს ერთმანეთთან შემაღლებული ხის ხიდი აკავშირებს, რომლითაც მოსწავლეები ზამთარში სასწავლებელსა და მეჩეთს შორის მაღალ ნამქერში გზის გაკვალვის გარეშე დადიან. ფურტიოს სალოცავი დარბაზის ორნამენტების უეტესობა დამაგრებულია და გვიანი მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი შაბლონური დიზაინითაა დამზადებული. მინბარის გვირგვინზეც და ანტრესოლის მოაჯირებზე დატანილია მსგავსი აბსტრაქტული ყვავილოვანი მოტივები. სამაგიეროდ, მინბარის ზედა ნაწილში ხელით ნაკვეთი ყურძნის გამოსახულებიანი უჩვეულო რელიეფია ამოკვეთილი. მეჩეთის თითოეულ დორიულ სვეტს საფუძველთან ასევე ხელით გამოკვეთილი ყვავილოვანი დეკორი ამშვენებს. ფურტიოს შედარებით მცირე ზომის გუმბათი ამჟამად შეღბილი არაა. შესასვლელ კარზე ტრადიციული ანჯამებია დამაგრებული, ასევე დატანილია ვარსკვლავის ფორმის გეომეტრიული ნაყშები და ერთმანეთთან გადაჯაჭვული მედალიონები. შესასვლელის კედელზე არსებული ხის დაფებზე ადგილობრივი ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ხეზე ნაკვეთი გეომეტრიული ფიგურები არაბულ წარწერასთანაა შერწყმული. ტექსტი ღაღადებს - „მეჩეთი ალაჰის სახლია“. წარწერას თან ახლავს თარიღი ჰიჯრით  -1245 (1829-1830), რომელიც სხვა კედლის პანელზეცაა დატანილი. საფიქრებელია, რომ ეს დაფები წინათ სოფლის ძველ მეჩეთს ეკუთვნოდა, ან ამჟამინდელი ნაგებობის რომელიმე ადრეული ვერსიიდანაა შემორჩენილი.



მუნიციპალიტეტი : ხულო
მდებარეობა :  41°36’34.6”N 42°15’52.2”E
მოსახლეობა : 787
აგების თარიღი: 1895 (ჰიჯრით 1312)  
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : უცნობია
მშენებელი: ლაზი ოსტატი უსტა ომერ ხუროღლი
მინარეთი: გააჩნია