ხოხნა

KHOKHNA_Site plan.jpg

სოფელ ხოხნის მეჩეთი

ხოხნის მეჩეთი, ზომის სიმცირის მიუხედავად, ადგილობრივთათვის ძალიან ძვირფასია. სოფლის მოსახლეობამ მოახერხა, რომ 1990-იან წლებში, შენობის გარეთ და შიგნით მკვეთრი ფერებით შეღებვის შემდეგ, ახალი, ცალკე მდგომი მინარეთი აეგო. მეჩეთზე მიდგმულ ვერანდაზე ჩარიგებული მერხები სოციალურ სივრცედ გამოიყენება. შენობის სამლოცველო დარბაზის ორნამენტები შედარებით ღარიბული და მარტივია, გამოყენებულია შაბლონური მეთოდისთვის დამახასიათებელი მოტივები -

რომბები,  ყვავილები და აბსტრაქტული სპირალები. სამაგიეროდ, ჭერის მედალიონზე გამოსახული მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი იგივე ორნამენტები ახალი ეპოქის დეკორისა და ძველი არქიტექტურული ელემენტების უჩვეულო კომბინაციას წარმოადგენს. მინბარის თავზე არსებული ორი მედალიონი დაწნული ხის მოტივებითაა შექმნილი, ხოლო მიჰრაბის ჩარჩოს ხის შეუღებავი პანელები წარმოადგენს, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია ამოჭრილი. სავარაუდოა, რომ მიჰრაბი თავდაპირველად მეჩეთის შესასვლელი კარი გახლდათ, რომელიც დაზიანების შემდეგ შეცვალეს. მის ზემოთ გამოსახული ჰიჯრით 1318 წელი (1899-1900) აგების თარიღზე უნდა მიგვანიშნებდეს, თუმცა მეჩეთის რიგი დეკორატიული ელემენტებისა, მაგალითად - გუმბათის ნაცვლად არსებული ჭერის მედალიონი და ნაკვეთი ორნამენტებით შემკული ძველებური კარი ძველი ნაგებობების გაფორმებას უფრო წააგავს. მიჰრაბის შეცვლის ფაქტი შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ხოხნის მეჩეთი სულაც 1860-1880-იან წლებს განეკუთვნება. რაც შეეხება ჰიჯრით 1318 წელს, იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შენობის საფუძვლიანი რესტავრაციის თარიღს უნდა აღნიშნავდეს.



მუნიციპალიტეტი : ქედა
მდებარეობა :  41°34’26.7”N 41°53’20.6”E
მოსახლეობა : 473
აგების თარიღი: 1899-1900 (ჰიჯრით 1318)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანები
მშენებლები ლაზი ოსტატები ადგილობრივ ხელოსნებთან ჰასან და რესულ ქაჯაიებთან ერთად
მინარეთი: გააჩნია