ბეღლეთი

BEGHLETI_Site plan 1-200.jpg

სოფელ ბეღლეთის მეჩეთი

თავდაპირველად, ბეღლეთის მეჩეთს მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი მცირე შენობა ეკავა. მის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის სულ უფრო მზარდ როლთან გასამკლავებლად, გასული საუკუნის ბოლოს, მეჩეთს სხვა სათავსოები მიაშენეს. ინტერიერის ხეზე ნაკვეთი მორთულობა 1926 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან ხუთი წლის შემდეგ  ჩატარებულ რესტავრაციას უკავშირდება. მართალია, ბოლშევიკებმა სახელმწიფო ათეიზმი 1921 წელს დააკანონეს, ზემო აჭარის მუსლიმი მოსახლეობა სეკულარიზაციას თავგამოდგებით ებრძოდა - ისინი მედრესეების დასახურად და ქალთა თავსაბურავების ამოსაძირკვად მიმართულ კამპანიებს 1929 წლამდე ეწინააღმდეგებოდა. ბეღლეთის თავდაპირველი მშენებელი ოსტატი უცნობია, თუმცა დღვანის მეჩეთის მეოცე საუკუნის დასაწყისში გაკეთებულ მხატვრობასთან არსებული მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ორივე შენობა ლაზი ოსტატების - ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედის მარჯვენას ეკუთვნის. ორივე მეჩეთის კედლებზე არსებული გამორჩეული მხატვრობა მოიცავს დაკეცილი შარფების, ლიმონის ხეების და ყვავილის ქოთნების მოტივებს. პირველი სართულის კედლებს შევრონის ფორმის ორფერა ელემენტები მიუყვება. ბეღლეთის და დღვანის მიჰრაბები მუქი მწვანეა, ხოლო მის ნიშებზე ოქროსფერით მოვარაყებული ყვავილის თაიგულებია მიხატული. ყველაზე უჩვეულოდ მიჰრაბის ფუძის მიმდებარე კედელსა და ჭერის მედალიონის ჩარჩოზე გამოსახული ბუშტულების ფორმის დინამიური ნაყშია. ოსტატებს ორნამენტები ვარდისფერ ან თეთრ ფონზე ლურჯი საღებავით მიუხატავთ. ბეღლეთს მიჰრაბის მარცხენა მხარეს მიხატული სამი თურქული დროშაც გამოარჩევს, რომელთა თეთრი ნახევარმთვარეები, საბჭოთა პერიოდში გადაშლის მცდელობების მიუხედავად, დღემდე იკითხება. მართალია, მეჩეთის ყველაზე გამორჩეული დეკორი ადრეულ მეოცე საუკუნეს განეკუთვნება, ხეზე ნაკვეთი ადრეული ორნამენტები უფრო ძველ საძირკველზე მიგვითითებენ. გვიანდელი გუმბათოვანი მეჩეთებისგან განსხვავებით, ბეღლეთს ხისგან დამზადებული ჭერის მედალიონი ამშვენებს. მეჩეთის ტრადიციული კაუჭებითა და გეომეტრიული ორნამენტებით შემკული პირველი სართულის სვეტები მეზანინის ევროპული გავლენით შექმნილ დორიულ ორდერს უპირისპირდება. რიგებად გამოსახული კვანძის, სამკუთხედის და გრეხილი ფორმის ორნამენტები ერთობლიობაში ქმნიან კარნიზს, რომელსაც ახალი მიჰრაბი ნაწილობრივ ფარავს.



მუნიციპალიტეტი: ხულო
მდებარეობა:  41°38’59.2”N 42°18’41.4”E
მოსახლეობა: 578
აგების თარიღი: 1870-1900
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი: 1926 (ჰიჯრით 1344); 1990-იანი წლები
მშენებლები: უცნობია; გაფორმება ეკუთვნით ლაზ ოსტატებს ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედს
მინარეთი: გააჩნია