ზუნდაგა
სოფელ ზუნდაგის მეჩეთი
საბჭოთა პერიოდში გადაკეთებული, დაზიანებული და უპატრონოდ მიტოვებული მეჩეთების რესტავრაციისას, ადგილობრივები მხოლოდ არსებული შენობის მცირედ შეკეთებას ან გადაღებვას თუ ახერხებდნენ. ზუნდაგაში კი საქმე სხვაგვარადაა - სოფლის მცხოვრებლები გულმოდგინედ მუშაობენ სალოცავის აღდგენაზე და შენობის გასაფორმებლად, ტრადიციულ დამაგრებულ ორნამენტებს იყენებენ. რესტავრაციისთვის მეჩეთის, რომლებიც საბჭოთა პერიოდში საპარიკმახეროდ იყო ქცეული, სარდაფის ერთ-ერთ კუთხეს ხის საამქროდ იყენებენ. სადღეისოდ, ახალი სალოცავი დარბაზის გაფორმება თითქმის დასრულებულია: მიჰრაბი, მინბარი, ანტრესოლის მოაჯირი და გუმბათის ჩარჩოები ძველებურ თარგზე გამოჭრილი ორნამენტებითაა დამშვენებული. მეჩეთის ინტერიერი ჯერჯერობით, არ მოუხატავთ. გეომეტრიული მოტივებით გაფორმებული ვერანდისა და სარდაფის ძველებური სვეტები, რომლებსაც ჯერ კიდევ ამჩნევიათ წითელი და ლურჯი საღებავები, მიგვითითებენ, რომ სალოცავის თავდაპირველი მორთულობა სავარაუდოდ ოსმალეთის ბატონობის პერიოდის სხვა მეჩეთების, მაგალითად, ახოს, კვირიკეს, ან პირველი მაისისას ჰგავდა. შესასვლელთან არსებული ქვის დაფაზე ჰიჯრით 1321 წელია მიწერილი (გრიგორიანული კალენდრით, 1903 წელი), რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ზუნდაგის მეჩეთის ბოლო მნიშვნელოვან განახლების თარიღს უნდა აღნიშნავდეს. სავარაუდოდ, ამ რესტავრაციასვე უკავშირდება დამაგრებული ხის ორნამენტების გამოყენება, რომლის გამეორებასაც თანამედროვე ოსტატები მეჩეთის ამჟმინდელ აღდგენით სამუშაოებში ცდილობენ. ღობით გარშემორტყმულ მეჩეთის კომპლექსში ასევე შედის სასაფლაო მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვებით. აქვეა ქვის ფილა ფოსოთი, რომელიც სავარაუდოდ, განბანვის შადრევნის ნაშთია.
მუნიციპალიტეტი : ქედა
მდებარეობა : 41°34’43.8”N 41°49’32.5”E
მოსახლეობა : 299
აგების თარიღი: 1860s
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 2015 წლიდან დღემდე
მშენებლები: ლაზი ოსტატი უსტა ქაბაზ აჰმედი ადგილობრივ ქაჯაიასთან, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად
მინარეთი: არ გააჩნია