გოგინაური

სოფელ გოგინაურის მეჩეთი

გოგინაური მეწყერსაშიში შუახევის მუნიციპალიტეტის ალბათ უძველესი დღემდე შემორჩენილი მეჩეთია. საბჭოთა პერიოდს იგი საწყობის სახით გადაურჩა, ხოლო მისი ხის ორნამენტები კირის ხსნარის სქელმა ფერმა შეინარჩუნა. მეჩეთს გუმბათის ნაცვლად, რვაკუთხა ჭერის ნიშაში დამაგრებული მედალიონი და ტრადიციული, ნაკვეთი (დამაგრებულის მსგავსად) ხის ორნამენტები აქვს, რაც მის ოსმალურ წარმოშობაზე მიგვითითებს. შესასვლელის თავზე არსებული ზღუდარით შეიძლება, დავადგინოთ ამშენებელი ოსტატი - ზაადე მულა მოჰამედ იბნ აბდულა და აგების თარიღი. ხეზე კვეთის ნიმუშებში, რომლებიც ინტერიერში მოპოვება, ტიტების მოტივი დომინირებს. ეს ყვავილი ამშვენებს კარს, კარის ჩარჩოს, მინბარს და მეზანინის აივნის ირგვლივ არსებულ კარნიზებს. მინბარს თავზე გამორჩეულად მაღალი გვირგვინი ადგას, რომელიც სიმაღლეში თითქმის მეზანინის დონემდე ადის. აჭარის მეჩეთებისთვის დამახასიათებელი მოკაუჭებული სვეტები რომელსაც სპეციფიური ორნამენტები - კვანძები, ვაზის ლერწები, შევრონები და მედალიონები ადგილობრივ გავლენაზე მიგვითითებს ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული რიტუალური განბანვისთვის გამოყენებული დოქი უჩვეულო მოტივია. 2016 წელს, სოფელმა მეჩეთი შეაკეთა, შესაბამისად, ინტერიერი ახალი ხის პანელებით, ხოლო ჭერი - პოლივინილის ფურცლებით დაიფარა. მართალია, პანელები ისეა განლაგებული, რომ მეჩეთის ყველაზე თვალსაჩინო დეკორატიული ელემენტი გამოჩენილიყო, მიჰრაბზე არსებული ნაპრალებიდან მომზირალი ტიტის ფორმის უფრო მეტი ორნამენტი გვკარნახობს, რომ ხეზე კვეთის სხვა ნიმუშები ღრმადაა დამალული. 

 

მუნიციპალიტეტი : შუახევი
მდებარეობა :  41°34’34.1”N 42°15’11.4”E
მოსახლეობა : 251
აგების თარიღი: 1843 (ჰიჯრით 1259)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები; 2016
მშენებლები ზაადე მულა მოჰამედ იბნ აბდულა
მინარეთი: არ გააჩნია