ღორჯომი

Ghorjomi_Site Plan.jpg
GHORJOMI DOMES copy.jpg

სოფელ ღორჯომის მეჩეთი

საქართველოში უდიდეს ხის მეჩეთს ღორჯომში ხუთი გუმბათი ამშვენებს და ვრცელი სალოცავი დარბაზი გააჩნია. მისი მრევლიც მრავალრიცხოვანი და აქტიურია. ღორჯომის მეჩეთის კომპლექსს ახლადაშენებული მედრესეც აქვს, სადაც ჩამოსული მოსწავლეები არიან დაბინავებულნი. სოფლის მცხოვრებლებმა საბჭოთა კავშირის დროს დანგრეული მინარეთი ჩაანაცვლეს, ხოლო ინტერიერი თავდაპირველი მოხატულობის საფუძველზე გადაღებეს მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში, განახლებისას ძველებური დეკორატიული ელემენტები სამუდამოდ დაიკარგა. ღორჯომის ინტერიერი ლაზ ოსტატებს ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედს (რომლებმაც ასევე მოხატეს დღვანის და სავარაუდოდ, ბეღლეთის მეჩეთიც), ეკუთვნით. ამით მეჩეთი არამარტო უდიდესია რეგიონში, არამედ - ყველაზე ფერადოვანია და მდიდრული დეტალებითაა შემკულის. ლაზი ოსტატების ხელწერა შესასვლელის ორივე მხარეს მიხატული სიმინდისა და ოსმალური ორთქლის გემის მოტივებით იგრძნობა, რომელიც დღვანის მეჩეთისას წააგავს. შენობის ხუთი გუმბათი (ოთხი მცირეთი გარშემორტყმული ცენტრალური) და ოთხი კესონი  ხასხასა მწვანედ შეღებილ ჭერს ავსებენ. მასიური გუმბათის საყრდენად ოსტატებს, რომელთაც ხელი მხოლოდ ადგილობრივ ხის მასალებზე მიუწვდებოდათ, ზრდასრული ხეებისგან დამზადებული სვეტები აქვთ გამოყენებული, რომლებიც ცენტრალური გუმბათის ოთხივე კუთხეს ამაგრებენ. ადგილობრივებს თავიანთი მეჩეთით სიამაყის საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ, რაც იმითაც დასტურდება, რომ შენობის მაკეტი მიჰრაბის თავზე, ისეთი სიწმინდეების მხარდამხარაა გამოსახული, როგორებიც ქააბა და ზამზამის ჭაა.



მუნიციპალიტეტი: ხულო
მდებარეობა:  41°38’59.2”N 42°18’41.4”E
მოსახლეობა: 95; დიდი ღორჯომი 2813
აგების თარიღი: 1902 (ჰიჯრით 1320)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი: 1989  
მშენებლები: ლაზი ოსტატები ომერ უსტა და უსტა ბინ აჰმედი  
მინარეთი: თავდაპირველი 1930 წელს დაინგრა, აღდგა 1989 წელს (ჩამოიშალა), ხელახლა აიგო 2014 წელს.