ჭვანა
სოფელ ჭვანის მეჩეთი
ჭვანის მეჩეთს შიდა ეზოს ცენტრი უკავია, მის კომპლექსში ასევე შედის დიდი მინარეთი, მედრესე და გუმბათიანი ზღუდით დაცული განსაბანი შადრევანი (ადგილის გეგმაზე, განსაბანი შადრევანი მარცხნივ, წითელი რვაკუთა შენობის სახითაა აღნიშნული). საბჭოთა პერიოდში, კომპლექსი ჭვანასა და ახლომდებარე სოფლებს საავადმყოფოს სახით ემსახურებოდა. 1997 წელს ჩატარებული რესტავრაციის შედეგად, კედლის ყველა შემორჩენილი მხატვრობა ახალი პანელებით და კედლის საღებავით დაიფარა. შენობის ძველი გუმბათი ხელუხლებელია - მასზე გამოსახული ვარდები და ვაზის რტოები ინტერიერის დიზაინის ევროპულ სტილს მიაგავს. მსგავსი ორნამენტები 1905 წელს აგებულ განსაბანი შადრევნის გუმბათსაც ამშვენებენ, თუმცა თანამედროვე სინთეტურ ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტის შედეგად, საღებავი აქერცლილია. აღდეგნის მერე, შადრევნის გუმბათსა და შენობის ინტერიერში არსებული, შაბლონით გამოჭრილი ხის თავდაპირველი ელემენტები მყვირალა ფერის საღებავით სრულიად დაიფარა. სახურავის ქვეშ არსებული სხივები და საყრდენი სვეტები ზიგზაგის და გეომეტრიული ფორმის ამოჭრილი ნაყშებითაა შემკული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭვანა ან ადრეული ნაგებობის ადგილასაა აშენებული, ან - 1894-95 წლებში საფუძვლიანად გადაკეთდა. საყრდენ სვეტებზე შემორჩენილი წითელი და ლურჯი საღებავის კვალი კი ადრინდელი ფერთა პალიტრასა და გამოყენებულ ადგილობრივ საღებრებზე კარგად მიუთითებს..
მუნიციპალიტეტი : შუახევი
მდებარეობა : 41°40’36.1”N 42°09’41.3”E
მოსახლეობა : 328
აგების თარიღი: 1894-1895 (ჰიჯრით 1311-1312)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1997
მშენებლები: უცნობია
მინარეთი: გააჩნია